მინერალური წყლები
ვისი მთის ჰაერით, ხშირი წიწვიანი და ფოთლოვანი ტყით გრანდიოზული ბუნებით და, რაც მთავარია მინერალური წყლებით, საირმეს განსაკუთრებლი ადგილი უჭირავს ჩვენ კურორტთა შორის. როგორც სასმელი მინერალური წყლის კურორტი, იგი კარგადაა ცნობილი ჩვენი კავშირის შორეულ რაიონებშიც. ზაფხულის თვეებში იქ მრავალი ტურისტი მიეშურვება კარგ ბუნებაში დასასვენებლად ან კიდევ დაზიანებული ჯანმრთელობის აღსადგენად.
საირმის წყლის სამკურნალო თვისებების გონივრული გამოყენებისათვის უაღრესად მნიშნელოვანია სწორად განისაზღვროს იმ ავადმყოფების კონტინგენტი, რომლებზეც საირმის მინერალური წყალი დადებით თერაპიულ მოქმედებას იჩენს. წინააღმდეგ შემტხვევაში, საირმეში მკურნალობისათვის ავადყოფთა არასწორად შერჩევისას, ეს მეტად სასარგებლო მინერალური წყალი ვერავითარ სარგებლობას ვერ მოიტანს და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ზიანის მომტანიც კი შეიქმნეს.
ამიტომ საჭიროა ფართო მოსახლეობაც გაეცნოც საირმის მინერალური წყლის სარგებლობის წესს და მის სამკურნალო თვისებებს. ამ საკითხის შესახებ მოგვეპოვება კლინიკურ-ექსპერიმენტული შრომები და საგაზეთო წერილები, ხოლო სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ლიტერატურა თითქმის არ გაგავაჩნია.
კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი, რომელიც მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. არსებობს საირმის მინერალური წლის 2 ნაირსახეობა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება #1 და #3 ბურღილის წყაროები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით წარმოადგენს ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ კალციუმიან-ნატრიუმიან წყალს, ხოლო მეორე ჯგუფს -- #4 და #5 წყაროები, რომლებიც მიიკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან (ბორჯომის ტიპის) მინერალურ წყლებს. ამ წყლების მინერალიზაცია მერყეობს 3,6 დან 7,0 გრ/ლ. ჯამური დებიტი აღწევს 50 ათას ლ/დღ. ღ. #3 წყაროს წყალი გამოყენებულია სამრეწველო ჩამოსხმისათვის.
საქართველოს კურორტოლოგიის ს/კ ინსტიტუტის და უროლოგიის ინსტიტუტის მრავალწლიური დაკვირვებებით დადგენილია, რომ საირმის მინერალური წყალი ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტიანობით უროლოგიური და გასტროენტეროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მინერალური წყლის ამგვარმა თვისებებმა განსაზღვრა კურორტ საირმეს ახლანდელი პროფილი.
გარდა სამკურნალო მოქმედებისა საირმეს მინერალური წყალი ზედმიწევნით კარგი საგემოვნო თვისებებით ხასიათდება.
საირმედან 5 კმ-ის დაშორებით საკურორტო ადგილის უდაბნოს ტერიტორიაზე გამოვლინებული იყო ახალი მინერალური წყალი, განსხვავებული საირმის წყლისაგან, როგორც გიზიკო-ქიმიური, ასევე სამკურნალო თვისებებით.
ახალი მინერალური წყალი ~უდაბნო~ არის თერმული (ტ-რა = 43° С) სუსტად სულფიდური, კაჟმჟავის შემცველი, ჰიდროკარბონატულ-სულფატური, კალციუმ-ნატრიუმიანი, მცირე მინერალიზაციის (0,36 გრ/ლ), რომლის დებიტი დღე-ღამეში 500 ათას ლიტრს აღემატება.
საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის მიერ დადგენილია, რომ უდაბნოს მინერალური წყალი ხასიათდება მაღალი ტერაპიული ეფექტიურობით როგორც გარეგანი გამოყენებისას აბაზანების სახით – მოძრაობის ორგანოების, პერიფერიულ ნერვულ სისტემის და გინეკოლოგიურ დაავადებათა დროს, ასევე შინაგანი ხმარებისას – საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების დროს.
საირმე – უდაბნო საკურორტო კომპლექსი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საირმის მდებარეობა და მისასვლელი გზები
ქუთაისიდან საირმემდე ჩასვლა შეიძლება ბაღდათის გავლით მანძილი 50 კმ-ია.
ტრანსპორტის გაჩერებები:
ქ. ქუთაისის ავტოსადგური: ბაქანი #10
ქ. ბაღდადი, მაიაკოვსკი ძეგლის მარცხნივ.
საირმეში ჩასვლა შეიძლება ზესტაგონი-ბაღდათი, ვანი-ბაღდათის მარშრუტითაც.
მათ, ვისაც ეგზოტიკა უყვართ და ცუდი გზა არ აშინებთ, საირმეში აბასთუმანი-ბენარას გზითაც მოხვდებით.
კურორტიდან მოძრაობენ მიკროავტობუსები შემდეგი მიმართულებით:
საირმე-თბილისი, საირმე-ბათუმი, საირმე-ქუთაისი, საირმე-ბაღდათი, საირმე-ჭიათურა.
საირმეში შეიძლება ტაქსით მომსახურება.
საირმედან უდაბნოს აბანომდე მოძრაობენ ავტობუსები.
რა დაავადებებს კურნავს საირმის წყაროები
თირკმლებს, თირკმლის მენჯის შარდსაწვეთის, შარდის ბუშტისა და შარდსადენის ქრონიკულ ანთებას.
საშარდე ორგანოების კენჭოვან დაავადებებს.
საშარდე ორგანოების კენჭების ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას.
მინერალურ ცვლილებებს, უმთავრესად შარდმჟავა და მჟაუნმჟავა მარილების ცვლის დარღვევა.
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთება.
ღვიძლის ქრონიკული ანთება.
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადება.
სანაღვლე გზების ოპერაციული მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა.
კუჭის ქრონიკული ანთება, ნორმალური, მომატებული და დაქვეიტებული მჟავიანობა.
წვრილი და მსხვილი ნაწლავების ქრონიკული ანთება.
საირმის წყაროები მართლაც შეუცვლელია
საირმის მინერალური წყლით მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა ტირტკმელებისა და საშარდე გზების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავისა ქრონიკული ანტებითი დაავადების დროს.
განსაკუთრებით ეფექტურია მკურნალობა თირკმლისა და საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადებების მიამართ საშარდე ორგანოების კენჭების ოპერაციული მკურნალობის შემდეგი მკურნალობისათვის.
ნაღვლის ბუშტის სანაღვლე გზების კენჭების ოპერაციული მკურნალობისშემდგომი პერიოდისათვის.
კურორტ საირმეს სამართლიანად უწოდებენ უროლოგიურ კურორტს.
როგორც ანალიზებიდან ჩანს საირმის მინერალური წყლების მთავარ შემადგელენ ნაწილს შეადგენს ნატრიუმის, კალციუმის და მაგნიუმის ბიკარბონატები, გარდა ამისა. ყველა წყარო მდიდარია ნახშირმჟავათი ჩO2 –1,5 გრ/ლ.
წყაროში მყოფი ჩO2 შარდმდენი საშუალებაა. კალციუმის მარილები კი მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ და ტკივილგამაყუჩებლად.
კალციუმი და მაგნიუმის მარილები იწვევს თირკმლისა და საშარდე გზების შეკუმშვას და მათი შიგYთავსის გაძლიერებულ გამოყოფას.
ამრიგათ: საირმის მინერალური წყლები იწვევს შარდმდენის გაძლიერებას, რის ნიატაგზეც გამორეცხავს თირკმლის მენჯში და შარდსაწვეთში ანთებითი პროცესების შედეგათ წარმოქმნილ ლორწოს, ჩირქსა და მკვდარ უჯრედებს. ამის შემდეგ კალციუმის მარილებს საშუალება ეძლევა იმოქმედოს ანთების საწინააღმდეგოდ. ცხრება შეშუპება, დაზიანებული ნაწილები ხორცდება. თანდათან ქრება ანთებითი პროცესი და ორგანიზმის ღებულოს თავის ნორმალურ მდგომარეობას.
საირმის მინერალური წყლების მდებარეობა
საირმის სასმელი მინერალური წყლების #1, #2, #4, წყაროები განლაგებულია კურორტში ჩამომოვალი მდინარე წაბლარას მარჯვენა ნაპირზე.
რომელი წყარო მივიღოთ რომელიც დაავადების დროს
· #1 წყარო მინერალური წყალი უებარია თირკმელების სამკურნალოდ. იგი აძლიერებს თირკმლის ფუნქციას.
· საშარდე ორგანოების დაავადების დროს #1 წყაროსთან ერთად იხმარება #3 წყარო.
ნAAაღვლის ბუშტისა და სანაღეველე გზების დაავადების დროს #1 და # 3 წყარო იხმარება. კარგ შედეგს იძლევა არა მარტო წლლის სმა არამედ ამორეცხვები.
ამორეცხვები უნდა ჩატარდეს #2 და #4 შემთბარი მინერალური წყლით. ამორეცხვებით შლაკებისაგან და სანაღველე კენჭებისაგან თავისუფლდება ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე ბუშტის სადინარებელი. ავანტყოფი მალევე იგრძნობს შვებას.
#1 წყარო აძლიერებს ნაღვლის წვენის წარმოქმნას, რითაც ხელს უწყობს სანაღველე გზებიდან ანთებითი პროდუქტების გამოდევნას.
საშარდე ორგანეების და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს საირმის მინერალური წყლები #1 და #3 კენჭს თანდათანობიYთ ჩამოაბცქვნის ახალ წარმონაქმნებს, აგრეთვე ჩამოაცლის და გამოდევნის მარილებს, რომელიც კენჭის წარმოქმნის მთავარი მასალაა.
#1 და #3 წყარო ანელებს ანთებით პროცესებს, რაც გამოწვეულია კენჭის მოძრაობით, ან მარილების მოძრაობის შედეგაYდ.
მინერალური წყალი არ აძლევს კენჭს გაზრდის საშუალებას, შლის მას და საშარდე გზების საშუალებით გამოდევნის ორგანიზმიდან.
კენჭის ოპერაციული მკურნალობის შემდეგ საირმის წყლით მკურნალობა დაზღვეულს ხდის ავანტყოფს კენჭის შემდგომი გაჩენის ასაცილებლად.
როგორც ქიმიური ანალიზებიდან ჩანს, საირმის წყლების მთავარ შემადგენელ ნაწილს: ნატრიუმის, კალციუმის, მაგნიუმის ბიკარბონატები წარმოადგენს, ამავე დროს ყველა წყარო მდიდარია ნახშირმჟავათი 1.7 გ/ლ.
საირმის წყალში შემავალი ნახშირმჟავა შარდდამდენი საშუალებაალ. კალციუმის მარილები ანთების საწიანააღმდეგოა.
კალციუმი და მაგნიუმი იწვევს საშარდე გზების კედლის შეკუმშვას და მათი შიგთავსის გაძლიერებულ გამოყოფას, ძლიერდება შარდის გამოყოფა. მინერალური წყლის მიღებისას ძლიერდება თირქმლის ფუნქცია. მაგალითად, ქრონიკული ჰიელონეფრიტის დროს, როდესაც შარდის გამოყოფა შემცირებულია საირმის მინერალური წყლის მიღების შემდეგ შარდის გამოყოფა ძლიერდება, ამასთან ერთად ქრება ის მოვლენები, რომელიც თანსდევს თირქმლის ფუნქციის დაქვეითებას. (თავბრუს ხვევა, თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, კანიც სიმშრალე და სხვ.)
საირმის მინერალური წყლით მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია, თირკმლის, მენჯის, შარდის ბუშტის და შარდსადენის ქრინიკული დაავადების დროს.
საირმის მინერალური წყალი განსაკუთრებით ეფექტურია, საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს.
შარდკენჭოვანი დაავადება რთული პათოლოგიური პროცესია, იგი ერთი მიზეზით არ წარმოიშობა, მის განვითარება-ჩამოყალიბებაში მონაწილეობს მიზეზთა კომპლექსი, რომელიც ძირითადად იყოფა ორ ჯგუფად. ეს არის კენჭოვანი დაავადების განვითარების ზოგადი და ადგილობრივი ხელშემწყობი ფაქტორები.
ზოგად ფაქტორებში იგულისხმება ყველა ის მიზეზი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა. ასეთებია: ინფექცია, ტრამვა, ენდოკრინულ ჯირყვალთა დისკორელაცია და სხვა.
ადგილობრივ ფაქტორებს განეკუთვნება: შართის ნორმალური დინების შემაფერხებელი დაავადებანი (თირკმლის და მისი სისხლძარღვების ანომალიები, საშარდე გზების ნერვკუნთოვანი აპარატის სისუსტე და სხვა)
ვიდრე ზემოთ აღნიშნულ ფაქტორთა კომპლექსური მოქმედების შედეგად კენჭი ჩამოყალიბდება და დაავადება გამოვლინდება, ორგანიზმში პათოლოგიური პროცესის წინარე მდგომარეობა, რომლის ერთ-ერთ გამოვლინება შარდოვანი დიატეზი წარმოადგენს.
ამ დაავადები გამოვლინების ნიშნებია: შეტევითი ხასიათის ტკივილები წელის არეში, რომელსაც თან სდევ გულის რევა-პირისღებინება.
აღნიშნული მიზეზები ვითარდება საშარდე გზების დახშობის შედეგად, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს თირკმლის კენჭი, ასევე მარილების კრისტალები.
წყარო # 3
# 3 წყაროს იყენებენ ქრონიკული გასტრიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით, ვიბრაციულ გასტრიტის ქრონიკულ კოლიტის, ახილიით დაავადების დროს.
გ. ინასარიძის საინტერესო კლინიკური ექსპერიმენტული გამოკვლევით ავადმყოფს, რომელსაც ჰქონდა ნაღვლის სადინარის კანქვეშა ფისტულა (ტრამვის შედეგად) მიაღბინეს # 3 წყაროს წყალი. დადგინდა, რომ # 3 წყაროს მინერალური წყალი ბორჯომის, წყალსადენის და გამოხდილ წყალთან შედარებით, უფრო ძლიერად იწვევს ნაღვლის წარმოშობას.
ქრონიკული გასტრიტების (მომატებული და დაკლებული მჟავიანობით) დროს, საირმის # 3 წყალი მიიღება დღეში სამჯერ 200-450 მლ რაოდენობით (21 დღე) იძლევა დადებით სამკურნალო ეფექტს.
საკვების მიღებამდე 15-30 წუთით ადრე მიღებული წყალი სუსტად აკავებს კენჭის წვენის გამოყოფას. პირუკუ შედეგი აღენიშნება 1-1,5 საათით ადრე მიღების შემთხვევაში.
ნ. პეტრიაშვილმა კლინიკისა და ექსპერიმენტის პირობებში შეისწავლა საირმის # 3 მინერალური წყლის ერთჯერადი გავლენა კუჭის სეკრეციულ ფუნქციაზე. ავტორის ექსპერიმენტული მონაცემებით, საკვებთან ერთდროულად მიცემული წყალი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, საკვების მიღებამდე მიცემული კი იწვევს კუჭის წვენის გამოყოფასა მისი მჟავიანობის შემცირებას. ავტორმა იგივე შედეგები მიიღო თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ 16 და ანაციდური გასტრიტით დაავადებულ 4 ავადმყოფზე.
ა. გოგიაშვილმა ექსპერიმენტისა და კლინიკის პირობებში შეისწავლა საირმის # 3 მინერალური წყლის ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმის ზოგიერთი საკითხი და ამ წყლის სამკურნალო თვისებები ქრონიკული გასტრიტების დროს.
ატორმა დაადგინა, რომ უშუალოდ ჭამის წინ მიღებული საირმის მინერალური წყალი აძლიერებს კუჭის სეკრეციას.
ნ. ჩიკვაიძის დაკვირვებით საირმის # 3 მინერალური წყალი დადებით სამკურნალო შედეგს იძლევა ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს. ავტორის აზრით საირმის მინერალური წყალი აძლიერებს ნაღვლის წარმოშობას და აწესრიგებს ნაღვლის ბუშტის მოტორულ მოქმედებას და ეს ხელს უწყობს ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
# 3 წყარო მიღებისას გამოსწორებას განიცდის ღვიძლის დარღვეული ფუნქციები.
შაქრიანი დიაბეტის დროს საირმის # 3 მინერალური წყლის ეფექტიანობა კურორტებისა და მის გარეშე პირობებში შესწავლილია (ვ. გოგოშვილი, ე. ადამია, ნ. ლანჩავა)
ავტორების დაკვირვებით, საირმის # 3 მინერალური წყალი უმრავლეს შემთხვევაში აწესრიგებს დარღვეული ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის მაჩვენებლებს.
ზოგ შემთხვევაში იწვევს შაქრის შემცირებას სისხლში. ავადყოფთა ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებას განიცდის.
აღნიშნული დადებითი შედეგი გამოწვეულია საირმის მინერალური წყლის ნივთიერებათა ცვლაზე მარეგულირებელი მოქმედებით. ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან შალკების გამოყოფას, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა.
ავტორების დასკვნით საირმის # 3 მინერალური წყალი შეიძლება გამოყენებული იქნას შაქრიანი დიაბეტის I და II ა ფორმების დროს.
საქ. უროლოგიის ს/კ ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკის ე. კასაბიანის მონაცემებით, საირმის #3 წყაროს წყალი პიელონეფრიტების დროს ავადმყოფის გაუმჯებესებასთან ერთან აწესრიგებს მარილოვანი ცვლის ზოგიერთ მაჩვენებელს.
რ. სალაყიას დაკვირვებით, კურორთ საირმეში ქრონიკული პიოლონეფრიტების კომპლეკსური მკურნალობის დროს ადგილი აქვს ავადმყოფის იმუნოლოგიური რეაქციების დადებითი მიმართულებითი ცვლილებას.
# 4 წყარო
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა შემთხვევაში იხმარება #$4, #3, # 2 წყაროები. გ. ჩიმიკაძემ ეკსპერიმენტში შეისწავლა საირმის # 4 მინერალური წყლის გავლენა კუჭის სეკრეციულ ფუნქციაზე. ავტორმა დაადგინა, რომ უშუალოდ ჭამის წინ მიღებული საირმის # 4 წყაროს წყალი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფის შემცირებას.
უზმოზე მინერალური წყალი სუსტად აღძრავს კუჭის სეკრეციას. კურორტოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ექსპედიცია (ვ. გოგოშვილი, ე. ადამია, ლ. საყვარელიძე, გ. გიგიური, ზ. ჯავახია და სხვ.). პრიველად შეისწავლა #4 და #3 წყაროს მინერალური წლის შედარებითი სამკურნალო მოქმედება ქრონიკული ქოლეცესტიტების დროს. ავტორებმა, დაადგინეს, რომ საირმის #4 და #3 წყაროს წყლები კარგ სამკურნალო საშუალებებს წარმოადგენს ქრონიკული ქოლეიცისტიტების დროს. თუ ქოლეიცისტიტი მიმდინარეობს ყაბზობითი ამ დროს საირმის #4 წყაროს წყალი აწესრიგებს კუჭის მოქმედებას უფრო კარგათ, ვიდრე საირმის #3 წყარო.
დიდი რაოდენობით (1 ჯერზე 400 მლ/ლ ) მიღებული საირმის მინერალური წყალი უკეთეს შედეგს აძლევს ვიდრე მისი საშუალო დოზები წყალი უქეთეს შედეგს იძლევა. დაიხსომეთ: გულსისძაღრვთა სისტემის ფუნქციის უკმარისობის დროს დიდი დოზებით მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.
რამდენი უნდა მივიღოთ საირმის მინერალური წყალი
მინერალური წყლის ერთჯერადი მინიმალური დოზა 200-300 მლ/ლ მაქსიმალური მლ/ლ. კურორტოლოგიის სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის რეკომენდაციით ავადმყოფს წყალი უნდა დაენიშნოს თავის წონის მიხედვით. რამდენი კილოგრამიცაა ავადმყოფი მრავლებით 3ან 4 მლ/ლ (ერთ დალევაზე ) მაგალითად თუ ავადმყოფი 50 კგ-ია, 50 ათას ვამრავლებთ 3 ან / 4 –ზე. 50 კილოგრამიანმა ავადმყოფმა უნდა დალიოს ერთ დალევაზე 150-200 მლ/ლ. დღიური ნორმა: 50 კილოგრამიან ავადმყოფზე 600 მლ/ლ.
მკურნალობის ხანგრძლიობა
უროლოგიურ და კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ავადმყოფთათვის 12-14 დღე. დ. ცისკარისშვილის გამოკვლევით.
ქრონიკული გასტრიტების (მომატებული და დაკლებული მჟავებით) #3 წყაროს წყლის მიღება დრეში სამჯერ, 200-450 მლ. (განსაკუთრებით დიდი დოზებიYთ) დადებიYთ სამკურნალო შედეგს იძლევა. მკურნალობის ხანგრძლიობა _ 21 დღე.
კვება და მინერალური წყალის მიღების დრო
ეს საკითხი დამოკიდებულია დაავადებაზე.
· თუ ავადმყოფს აქვს კუჭის სეკრეცია და მჟავობა მომატებული _ავადმყოფმა წყალი უნდა დალიოს საჭმლის მიღებამდე ერთ-ერთნახევარი საათით ადრე.
წყალი უნდა იყოს შემთბარი 35-400-მდე.
მეცნიერთა შრომებში დადასტურებულია, რომ თუ ავადმყოფს მინერალურ წყალს მივცემთ 1-1,5 საათით ადრე ჭამამდე, ამ დროში წყალი კუჭიდან ასწრებს გადასვლას თორმეტგოჯა ნაწლავში და რეფლექსული გზით შემაკავებლად მოწმედებს კუჭის სეკრეტორულ აპარატზე და კუჭის წვენის გამოყოფა მცირდება.
წყლის სწრაფად დალევას ვურჩევთ იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა კუჭში მინერალური წყალი დიდხანს არ დარჩეს და რაც შეიძლება ნაკლებად გააღიზიანოს მისი ლორწოვანი გარსის რეცეპტორული აპარატი.
თბილი მინერალური წყლის მიცემა ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც კუჭიდან ევაკუაცია შენელებულია და სპაზმების გამო, აღენიშნება ტკივილი. ამ დროს თბილი წყალი აწესრიგებს ევაკუაციას და აყუჩებს ტკივილს (ხსნის სპაზმებს).
· თუ კუჭის მჟავობა დაბალი გაქვთ, მინერალური წყალი უნდა მიიღოთ აუჩქარებლად, რამდენიმე წუთის განმავლობაში. სჯობია ავადმყოფმა წყალი მიიღოს სეირნობის დროს საჭმლის მიღებამდე 15-30 წუთით ადრე.
· თუ ავადმყოფს აქვს კუჭის ატონია და პტოზი, წყალი უნდა მიიღოს ჭამის წინ 5-10 წუთით ადრე. ასეთი წესით მიღებას ის მნიშვნელობა აქვს, რომ მინერალური წყალი ნაწილ-ნაწილ ხვდება კუჭში და იწვევს პირის ღრუს და კუჭის რეცეპტორული აპარატის დიდი ხნით გაღიზიანებას და ამის შედეგად უფრო ძლიერად ხდება კუჭის წვენის გამოყოფა. ამ დაავადების დროს მიზანშეწონილია შედარებით დაბალი ტემპერატურის მინერალური წყლის მიცემა (12-15°)
· თუ ავადმყოფს მჟავობა ნორმალური აქვს, მინერალურ წყალს ვაძლევთ ჭამის წინ 30-40 წუთით ადრე.
ამორაეცხვა მინერალური წყალით
კუჭის ამორეცხვა
კუჭის ზოგიერთი დაავადებების დროს ფართოდ არის გამოყენებული კუჭის ამორეცხვა მინერალური წყალით. ეს ხდება შემდეგნაირად: ჩვეულებრივი ზონდით კუჭში შეჰყავთ 38-40° გამთბარი მინერალური წყალი. კუჭის ამორეცხვას აწარმოებენ რამდენიმეჯერ, ვიდრე კუჭიდან გამოსული წყალი არ გახდება გამჭვირვალე, რისთვისაც დაახლოებით 2-3 ლიტრი მინერალური წყალია საჭირო. კუჭის ამორეცხვას აწარმოებენ დილით-უზმოზე. ღამით ამორეცხვა საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც კუჭის ატონიის, პტოზის ან პილორუსის შევიწროების გამო, საჭმელი დიდხანს რჩება კუჭში და ძნელად გადადის ნაწლავებში. კუჭის ამორეცხვის შემდეგ ეხსნება ავადმყოფს დისპეფსიური მოვლენები და გრძნობს შვებას. ამორეცხვის შემდეგ კუჭი თავისუფლდება ანთებადი ლორწოსაგან, საჭმლის ნარჩენი ნაწილაკებისაგან და სხვა.
კუჭის ამორეცხვა ენიშნება ისეთ ავადმყოფებს, რომლებთაც აქვთ კუჭის ევაკუაციის კუნთის მოშლა, პილორუსის სპაზმა, კუჭის ატონია, პტოზი, კუჭის ლორწოვანის ქრონიკული ანთების მოვლენები დიდ რაოდენობის ლორწოს გამოყოფით, აზოტემა და სხვ. დაავადებები. აღნიშნულ შემთხვევაში ავადმყოფს უკეთდება 4-6 ამორეცხვა დღეგამოშვებით.
მინერალური წყალის შეყვანა თორმეტგოჯა ნაწლავში
იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფს აქვს ნაღვლის გამოყოფის შეფერხება ან ნაღვლის გზებში ანტებითი მოვლენები, შეიძლება თორმეტგოჯა ნაწლავში ზონდის საშუალებით შევიყვანოთ 38-40°-მდე გამთბარი მინერალური წყალი რაც იწვევს ნაძლიერებულ და ხანგრძლივ გამოყოფას. ეს მანიპულაცია წარმოებს შემდეგნაირად: დუოდენალური ზონდი შეჰყავთ თორმეტგოჯა ნაწლავში და როდესაც ამოვა ნაღვლის პირველი ულუფა, ამის შემდეგ ზონდის საშუალებით თორმეტგოჯა ნაწლავში ვასხამთ მინერალური წყალს 200-300 მლ-ის რაოდენობით. ასეთი მანიპულაცია სამ-ოთხ დრეში ერთხელ, სულ 4-5-ჯერ. არსებობს ნაღვლის ბუშთის ყრუ ამორეცხვა. ნაღვლის ბუშტის ყრუ ამორეცხვის დროს ავადმყოფმა უნდა დალიოს გამთბარი გამთბარი 2 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი და უნდა დაწვეს მარჯვენა გვერდზე, დაიდოს სათბური და იწვეს ამ მდგომარეობაში ორი საათი.
მინერალური წყლის შეყვანა სწორი ნაწლავიდან.
მინერალური წყალის სწორი ნაწლავიდან შეყვანას (კარგი თერაპიული ეფექტიანობის მიზნით) ფართო გამოყენება აქვს კურორტებზე. ის გამოიყენება სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მიზნით: 1) როგორც ნაწლავის გამასუფთავებელი საშუალება 2) როგორც შესაწოვი საშუალება და 3) როგორც სიფონური ოყნა. ნაწლავის გასასუფთავებელი ოყნის გაკეთების შემდეგ სწორ ნაწლავში ათავსებენ რბილი რეზინის მილს და შეყავთ 500-1000 მლ 25-30°-მდე გამთბარი მინერალური წყალი, რაც სიფონის ოყნას, ის კეთდება შემდეგნაირად: ავადმყოფს აწვენენ ზურგზე, ფეხებს მოახრევინებენ მუხლებში და სწორ ნაწლავში შეჰყავთ რეზინის მილი, რომლის მეორე ბოლოზე გაკეთებულია ძაბრი. ამ ძაბრში ასხამენ მინერალური წყალს 500 მლ-ის რაოდენობით: ძაბრი აწეულია ავადმყოფის დონიდან დაახლოებით 1-1,5 მტრის სიმაღლეზე, მინერალური წყალი შედის სწორ ნაწლავში მით უფრო ღრმად, რაც უფრო მაღალი მდებარეობა აქვს ძაბრს. როდესაც ძაბრში წყალი ცოტა რჩება, მას სწრაფად დასწევენ ძირს, ისე, რომ მისი დონე იყოს ავადმყოფის მდებარეობის ქვევით. ამ შემთხვევაში წყალი უკან გამოდის სწორი ნაწლავიდან და თან გამოაქვს შიგთავსი, ლორწო და სხვა და სხვა ჩამონარეცხი ნაწილები. ასეთ მანიპულაციას იმეორებენ 4-5-ჯერ სანამ არ წამოვა ნაწლავიდან სუფთა სითხე. სიფონური ოყნის თითო გაკეთების დროს საჭიროა 4-5 ლიტრი მინერალური წყალი. ის კეთდება დღე გამოშვებით, სულ 8-10-ჯერ. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 40-42° . სიფონური ოყნის შედეგათ უმჯობესდება ნაწლავების ფუნქცია, ლორწოვანი გარსიდან ანთებითი ლორწოს მოცილება, ნეკრეტული და სხვა ელემენტებისაგან განთავისუფლება, რაც იწვევს ნაწლავების დაქვეითებული მოტორული და სეკრეციული ფუნქციების გაძლიერებას. ამას გარდა, დადასტურებულია, რომ სწორ ნაწლავში შეყვანილ მინერალური წყალი ლორწოვანის რეცეფტორების გაღიზიანების გამო, რეფლეკსურად მოქმედებს კუჭის და ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე. ასეთი ოყნები ძალიან ხშირად ინიშნება ქრონიკული კოლიტების დროს.
რაც შეეხება მეორე სახის ოყნას, როდესაც მინერალური წყალს იყენებენ ნაწლავის შეწოვის მიზნით, მას მიმართავენ მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი დალევა არ ხერხდება, მაგალითად, პილორუსის სტენოზის, კუჭის ატონიის, პტოზის და სხვათა დროს. როდესაც სითხე დიდხანს ჩერდება და საჭმელთან ერთად აძლიერებს კუჭის სეკრეციას ხმარობენ მიკრო ან წვეთოვან ოყნას.
უკანასკნელ დროს ფართოდ არის გამოყენებული ~რექთალური შხაფი~. ეს პროცედურა მდგომარეობს შემდეგში: სწორი ნაწლავის წინასწარ გასუფთავების შემდეგ შიგ შეჰყავთ რბილი რეზინის მილი 15-20 სანტიმეტრის სიღრმეზე, ხოლო ჭურჭელს რომელშიც ჩასხმულია მინერალური წყალი და შეერთებულია რეზინის მილის ბოლოსთან, ასევე ½ მეტრის სიმაღლეზე ავადმყოფის დონიდან და მინერალური წყალი თანდათან შეჰყავთ სწორ ნაწლავში. დასაწყისში სითხის რაოდენობა შეჰყავთ 200-300 მლ რაოდენობიYთ, შემდეგ წყალს თანდათაობით 50-100 მლ-ით და საბოლოოდ შეჰყავთ 200-800 მლ-დე (40°) ყაზბობის შემთხვევაში ყაბზობის შემთხვევაში წყლის რაოდენობას თავიდან იღებენ 400-600 მლ და საბოლოოდ აყავთ 1200-1500 მლ-დე წყლის ტემპერატურა შედარებით დაბალია. სასურველია, რომ ავადმყოფმა ნაწლავში წყალი შეიკავოს 5-10 წუთის გამნოლობაში.
ნაწლავის ასეთი შხაფი იხმარება ყაბზობის, მეტერიზმის, ქრონიკული ქოლიტების და სხვათAა დროს. სასურველია მკურნალობის კურსი განისაზღვროს 10-12 პროცედურით დღეგამოშვებით ან ორ დღეში ერთხელ.
სუბაქვალური ანუ ნაწლავის წყალქვეშა გამორეცხვა
სუბაქვალური აბაზანები ფართოდ გამოიყენება, როგორც კურორტებზე, ისე კურორტების გარეშე პირობებში. ამ პროცედურის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: სპეციალურ აბაზანაში, სადაც წყლის ტემპერარურა უდრის 36-37°, თავსდება ავადმყოფი. აღნიშნული ტემპერატურის წყლის აბაზანა იწვევს ავადმყოფის მუცლის პრესის მოდუნებას.
შემდეგ სპეციალური მოწყობილობის საშუალებით სწორ ნაწლავებში შეჰყავთ მინერალური წყალი. იმის გამო, რომ თბილი აბაზანის შედეგად მუცლს პრესი და კუნტები მოდუნებულია, შესაძლებელი ხდება მსხვილ ნაწლავში ერთჯერზე შევიყვანოთ 3-5 ლიტრის რაოდენობის მინერალური წყალი (რაც სხვა პირობებში არ ხერხდება). სათანადო მოწყობილობის მეშვეობით ნაწლავიდან გამოსული გამონარეცხი წყალი (სითხე) ისე უერთდება კანალიზაციას, რომ აბაზანაში ის არ შედის და არ აჭუჭყიანებს მას. მინერალური წყალის ტემპერატურა, რომელიც ნაწლავში შეჰყავთ, უდრის 37-40°. ნაწლავებში წყლის შეყვანა ხდება თანდათანობით, დაბალი წნევით. შეყვანილი წყლის რაოდენობა დასაწყისში არ უნდა აღემატებოდეს 1-1,5 ლიტრს, ხოლო შემდეგში თანდათანობით უმატებენ და ერთჯერადი შეყვანილი წყლის რაოდენობა აჰყავთ 3-5 ლიტრამდე. პროცედურის ხანგრძლივობა უდრის 30 წუთს. სულ კეთდება 6-8 პროცედურა (2-3 დრეში ერთი პროცედურა).
პროცედურები ინიშნება ატონური და სპასტიკური ყაბზობის დროს; აგრეთვე ქრონიკული კოლიტის, ღვიძლის და ნაღვლის ქრონიკული ანთების დროს და სხვა.
პროცედურის დანიშვნა არ შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის კომპენსაციის მოშლის (ჰიპერტონიული დაავადების, კორონალური ნაკლოვანების), სწორ ნაწლავში პოლიპების, სისხლმდენი ბუასილი და წყლულების დროს.
სუბაქვალური გამორეცხვის დანიშვნამდე ავადმყოფს უნდა გაუკეთდეს რექტერომანოსკოპია.
ყურადღება!
საშარდე გზების გამტარობის შეფერხების, შარდსადენის შევიწროებით, ჩაჭედილი კენჭებით, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ჩირქოვანი ანთების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე ანთების დროს, ქრონიკული დეზინტერიისა და ზოგიერთი სხვა დაავადებების მიმართ საირმის მინერალური წყლები იძლევა უკუჩვენებას, ამიტომ, ავადმყოფმა წყალი უნდა მიიღოს დიაგნოზის დადგენის შემდეგ.
საირმის წყლის შენახვა და ტრანსპორტირება
შესრულებული ქიმიური გამოკვლევების მიხედვით დადგენილია, რომ საირმის მინერალური წყლების ქიმიური ბუნება წელიწადის სხვადასხვა პერიოდში მცირე მერყეობას განიცდის და ტიპი კი უცვლელი რჩება. საირმის მინერალური წყლები ქიმიური (ბალნეოლოგიური) ფორმულის მიხედვით, წარმოადგენს ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ-კალციუმიან მინერალურ წყალს.
საირმის მინერალური წყლების წყაროები განსხვავდებიან მინერალიზაციის მიხედვითაც.
მაგალითად, #4 წყაროს წყალის მინერალიზაცია ყველა დანარჩენზე მეტი 9.2-9.8 გ/ლიტრზე. #1 წყაროსი ყველაზე ნაკლებია _2.3 გ/ლიტრზე, #3 წყაროს წყალის მინერალიზაცია უდრის 3.5-4.1 გ/ლიტრს.
ყველა წყაროს წყალი შეიცავს თავისუფალ ნახშირმჟავა აირს ჩO2-ს. მისი რაოდენობა საირმის მინერალურ წყლებში შეადგენს 0.6-1.7 გ/ლიტრს. იგი ამაზე ჭარბად არც ერთ წყალში არ არის წარმოდგენილი.
მინერალური წყლების ბუნებრივი ტემპერატურა 10.5-13°-ს არ აღემატება.
წლების მანძილზე ჩატარებულმა დაკვირვევებმა დაგვარწმუნა, რომ მუქ ბოთლებში ჩამოსხმული საირმის მინერალური წყალი ადვილად იტანს ტრანსპორტირებას და თვეების განმავლობაში შეიძლება მისი შენახვა.
წყალი უნდა ინახებოდეს გრილ და ბნელ ადგილას. ეს გარემოება ხელს უწყობს საირმის მინერალური წყლის ფართო სამკურნალო გამოყენებას კურორტის გარეშე პირობებში.
საირმის წყაროების მინერალიზაცია
· საირმის მინერალური სასმელი წყლებია #1, #2, #3, #4 და #7 მინერალური წყლები.
· #1, #2, #3 წყაროები გამოდის ნიადაგის ნალექებიდან, ხოლო #4 წყარო მიღებულია ჭაბურღილებიდან.
· ცალკეული წყაროები ერთმანეთისაგან განსხვავდება ქიმიური ელემენტების მეტნაკლებობებით, მინერალიზაციის სიძლიერით, გაზის შემცველობით და დებეტით.
· ყველა წყარო გემრიელი, სასიამოვნო დასალევია.
· #4 წყაროს წყლის მინერალიზაცია ყველა წყაროზე მეტია 9.2-9.8 გ/ლიტრზე.
· #1 წყაროსი ყველაზე ნაკლებია 2.3 გ/ლიტრზე.
· #3 წყაროს წყალის მინერალიზაცია უდრის 3.5-4.1 გ/ლიტრზე.
· ყველა წყაროს წყალი შეიცავს თავისუფალ ნახშირმჟავა აირს (ჩO2-ს) მისი რაოდენობა საირმის მინერალურ წყლებში შეადგენს 0.6-17.7 გ/ლიტრზე. იგი ამაზე ჭარბად არც ერთ არ არის წარმოდგენილი.
· მინერალური წყლების ბუნებრივი ტემპერატურა 10.5-13.0 გრადუსს არ აღემატება.
· რაც წყალის მინერალიზაცია მეტია (#4, #2), ნაკლები შარდდამდენია.
· რაც წყალის მინერალიზაცია ნაკლებია (#1), მეტი შარდდამდენია.
საირმის წყაროები ჯანმრთელ ადამიანებს უხდებათ
მინერალური წყალის მოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე ხორციელდება ნერვული და ჰუმორული გზით, რომელთა შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
როგორც ცნობილია, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი დაფარულია უამრავი რეცეპტორებით;
კუჭში ჩასული მინერალური წყალი იწვევს მათ გაღიზიანებას (ქიმიური, თერმულ და სხვა ხასიათის). ეს გაღიზიანება გადაეცემა თავის ტვინის ქერქს, საიდანაც სათანადო იმპულსები ბრუნდება შესაბამის ორგანოებში. გარდა ამისა, მინერალური წყალი შეიწოვება ნაწლავიდან, გადადის სისხლში, შემდეგ კი სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ის მოდის შეხებაში უჯრედებთან, იღებს გარკვეულ მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში.
მინერალური წყალი ნერვულ-ჰუმორული გზით მოქმედებს ქსოვილთა და ორგანოთა ნივთიერებათა ცვლაზე და აწესრიგებს ორგანოთა დარრვეულ ფუნქციებს.
მინერალური წყალის ორგანიზმზე მოქმედება არ შეიძლება განხილულ იქნეს კურორტის სხვა სამკურნალო ფაქტორთაგან (ჰავა, ლანდშაფტი, პეიზაჟი, სანატორიული რეჯიმი, კვება და სხვა) იზოლირებულად. აღნიშნული ფაქტორები გარკვეულ გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ხელს უწყობენ ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საირმის მინერალური წყლების ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმის საკითხების ექსპერიმენტში შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ საირმის მინერალურ წყალს შეუძლია რეფლექსურად და ჰუმორული გზით აღძრას კუჭის სეკრეციული მოქმედება. ასევე უნარი აქვს ამ გზით შეაკავოს ან გააძლიეროს კუჭის აღნიშნული ფუნქცია და თირკმელების დიურეზული მოქმედება. საირმის დადებითი სამკურნალო მოქმედებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წყალში კალციუმისა და მანგანუმის იონების საკმაო რაოდენობით არსებობას.
საირმის წყლები აწესრიგებენ თირკმლის, ღვიშლის და კუჭ-ნაწლავის დარრვეულ ფუნქციებს. ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი მავნე პროდუქტების გამოყოფას.
ისტორია
კურორტის საირმე ადმინისტრაციულად ბაღდათის რაიონს ექუთვნის.
კურორტი მდებარეობს მდებარეობს მდინარე წყალბარა წყლის და მისი შენეკადის ბოსტანას ლამაზ ხეობაში. იგი უხვადაა გარშემორტყმული ფიჭვის, ნაძვის, წიფლის, ცაცხვის, წაბლის ასწლოვან ხეთა ტყით.
ჰავა აქ ზომიერად ტენიანია. საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
საირმის წყაროები არსებობდა უხსოვარი დროიდან, მაგრამ მათი აღმოჩენის შესახებ არსებობს ლამაზი ლეგენდა-სინამდვილე:
საირმის უღრანებში ნადირობისას ძმებს გორგოძეებს ირმის ჯოგი შეუნიშნავთ, ერთი მათგანი დაუჭრია კიდეც, სისხლის კვალს გაჰყოლიან და წყაროს დაწაფებული ქორბუდა უნახავთ. დაღლილებმა წყაროც გასინჭეს და გაჩნდა ლამაზი მჭადგატეხის ადგილიც!
1912 წელი კი საირმის მეცნიერული კვლევის პირველი წელია.
ბაღდათელმა ექიმმა გაბრიელ კელენჯერიძემ ქიმიური გამოკვლევისათვის პეტერბურგში წაიღო საირმის წყალი.
წარმოიდგინეთ, ცხრაასიანი წლების დასაწყისი, რა სიძნელეს წარმოადგენდა პეტერბურგამდე ჩაღწევა, მაგრამ პატრიოტმა მამულიშვილმა შეძლო და სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში პროფესორ ცვეტს ანალიზები ჩაატარებინა.
ალბათ, აქედან დაიწყო საირმე...
ალბათ, ასე გაჩნდა მისი ისტორიაც!
უდაბნოს თერმული მინერალური წყალი
აბაზანა
სამკურნალო დანიშნულება
უდაბნოს ბუნებრივი ცხელი წყალი ამოდის მიწის წიაღიდან, რომლის ტემპერატურა 39° -ია.
უდაბნოს მინერალური წყალი გამოიყინება, როგორც აბაზანების სახით, ასევე სასმელად. იგი უებარი საშუალებაა ყელის კატარისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათ სამკურნალოდ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
5 комментариев:
როგორ შეიძლება სტატიის ავტორთან დაკონტაქტება?
rogor sheidzleba statiis avtortan dakavshireba?
მადლობა ავტორს.👍🙏
გმადლობთ საინტერესო და სასარგებლო სტატიისთვის!
მინდა სწრაფად მოვინდომო თქვენი ინდულგენცია და თქვენს ყურადღებას გავამახვილო ძლიერი მცენარეული ექიმი, სახელად დოქტორი ჯეიმსი დასავლეთ აფრიკიდან, რომელმაც მხოლოდ 21 დღის კონტაქტში შეძლო განმეკურნა აივ ინფექციისგან 15 წლის განმავლობაში, რადგან ARV– ს მოხმარება არ მუშაობს, მაგრამ მსუქანი ქალბატონი, ინტერნეტში ვმონაწილეობდი აივ ინფექციის სამკურნალო მცენარეულ ალტერნატივაზე გამოსაკვლევ ინტერნეტში. მე წავაწყდი ქალბატონ სტეფანი ბრაუნს, ლორი ჰირსტს, ტრიშა ნელსონსა და მისტერ რიჩმონდ კელის, და სხვებს მადლიერების შესახებ, თუ როგორ კურნავდა მათ ჯეიმს ჯეიმსი, კიბო, აივ ინფექცია / შიდსი, ალცჰეიმერის დაავადება და ჰეპატიტი B მისი მცენარეული ნაზავებით. უყოყმანოდ დავინტერესდი და დაუკავშირდი იმავე დოქტორ ჯეიმსს ელ.ფოსტით, რომელიც მოგვაწოდა (drjamesherbalmix@gmail.com), მე ვუთხარი ჩემს აივ ინფექციას და ჩემს დეტალებს, მან მითხრა, რომ არ შეგეშინდეს, რომ გამკურნებს მან ასევე მომცა გარანტია, მან მთხოვა გადამეხადა იმ ნივთების გადახდა, რაც მე გავაკეთე. 2 დღის შემდეგ მან გაგზავნა თავისი მცენარეული მიქსური წამალი, SPEED POST COURIER SERVICE- ის საშუალებით, რომელიც 4 სამუშაო დღის განმავლობაში გადაეცა ჩემს საფოსტო განყოფილებაში. მე მის პატიოსნებას ვაფასებდი. მე ვიყენებდი მის მცენარეულ სასმელს 21 დღის განმავლობაში, როგორც მან დამინიშნა, მერწმუნეთ, მე აივ ინფექციისგან განკურნებული ვიყავი, როდესაც ყველამ თქვა, რომ აივ ინფექციას მუდმივი სამკურნალო საშუალება არ აქვს. აივ / შიდსის სამკურნალო საშუალება არსებობს, როდესაც მცენარეული მედიკამენტები სწორი პროპორციით გამოიყენება ისეთი კარგი მცენარეული ექიმის მიერ, როგორიც არის დოქტორი ჯეიმსი, მცენარეული ნიჭიერი ადამიანი. სიტყვა არ მაკლია, რომ მადლობა გადავუხადო მას და მივმართე ამ მედიუმს, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრა მის შესახებ. მისი ნამდვილად საოცარი და კეთილი ადამიანია, რომელიც ეხმარება ნებისმიერ ავადმყოფ პაციენტს ჯანსაღი ცხოვრების აღდგენაში. მხოლოდ მცირე საფასურია იმისათვის, რომ მცენარეული წამალი გამოგიგზავნოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მან ასევე მითხრა, რომ მან მიიღო სამკურნალო საშუალებები ადამიანის დაავადებებისთვის, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადებები, საწოლის დასველება, შიზოფრენია, კიბო, სქოლიოზი, შარდის ბუშტის კიბო, კოლორექტალური კიბო, მკერდის კიბო, თირკმლის კიბო, ლეიკემია, ფილტვის კიბო, კანის კიბო, საშვილოსნოს კიბო, პროსტატის კიბო. , ფიბრომიალგია, სინდრომი ფიბროდისპლაზია, ეპილეფსია დუპუიტრენის დაავადება, დიაბეტი, ცელიაკია, ატაქსია, ართრიტი, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, თირკმელზედა ჯირკვლის კარცინომა. ასთმა, ალერგიული დაავადებები. Hiv_ Aids, Herpes, ნაწლავის ანთებითი დაავადება, COPD, დიაბეტი, დაუკავშირდით მას დღეს ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com მერწმუნეთ თქვენ ნამდვილად მოწმობთ, როგორც მე.
Отправить комментарий